ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების ორი მოწმე – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი და საგანგებო სიტუაციების თანამშრომელი დაიკითხნენ. მათ რუსთაველზე აქციებისას მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, 2 დეკემბერს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო და ვერ დაინახა ქვა ვინ ესროლა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეტენზია აქვს ყველა, 11-ივე ბრალდებულთან. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ პრეტენზიები მისი კოლეგების დაშავებასთან დაკავშირებითაც აქვს და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს. დღესვე ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და მოსამართლისთვის მითითება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
შემდგომი პროცესი 29 ივლისს განახლდება.