ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე, ბრალდების ერთი მოწმე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციაზე პარლამენტთან თავში ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო. ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა პროცესის გაჭიანურებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ბრალდება ერთს ან ორ მოწმეს კითხავს და დროის ნაყოფიერად გამოყენება ვერ ხდება.
პროცესი ხვალ განახლდება.