ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმის განხილვა გაიმართა. დღეს მხარეებმა შესავალ სიტყვები თქვეს. დაცვის მხარის თქმით, საქმეში ბრალდებული პირების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. უფლებადამცველების თქმით, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა. წარდგენილ ბრალში ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი დამნაშავედ ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო. მოსამართლემ თითოეულ ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. პროკურატურა კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და გადაწყვეტილების გამოტანას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს.