ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დავით ჭიკაიძის თქმით, მათი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოა. ბრალდება რასაც ედავება იმ დროს ბრალდებული ბათუმში იმყოფებოდა და ბაბუის გარდაცვალების სამძიმარს იღებდა. მისივე შეფასებით, ცეცხლაძე 30 ნოემბერს „ფეისფუქ“ ლაივით ძალადობას ვერ დააორგანიზებდა, საქმეში არსებული ვიდეო ხმის გარეშეა და მისი მტკიცებულებად გამოყენება კანონშეუსაბამოა.

შემდეგ სხდომაზე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება სხვა ადვოკატები გააგრძელებენ მტკიცებულებების გამოკვლევას.