ჯგუფური ძალადობის ბრალდება

ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაური იყო. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციის შენობიდან გამოსულ მანქანებში მათ დაკავებული ნათესავები დაინახეს. აქციის მონაწილეებმა მანქანებთან მიახლოება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და ისინი გზის მეორე მხარეს გადაიყვანა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს, სადაც უკვე 1 საათია დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.