ჯგუფურ ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო 

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესზე ბრალდების ორი მოწმე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, დაზარალებული სპეცრაზმელები დაიკითხნენ.

როგორც გიორგი გობრონიძემ განაცხადა, 29 ნოემბერს პიროტექნიკის ნაწილი მოხვდა და ზურგის არეში დამწვრობა მიიღო. მისივე თქმით, არ იცის ვისგან იყო ნასროლი ფოიერვერკი. შესაბამისად, ვერცერთ ბრალდებულს ხელს ვერ დაადებს.  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა დაზარალებულმა, სპეცრაზმელმა ლაშა გელაშვილმა კი განაცხადა, რომ ფეხში აქციის მონაწილეებისგან ნასროლი ქვა მოხვდა. მანაც აღნიშნა, რომ ვერ დაინახა ვისგან იყო ნასროლი ქვა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ბრალდებულებს დანაშაული დაუდგინდებათ, პრეტენზია ექნება.