ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სხვა დემონსტრანტები ბოდიშის მოხდას და შეწყალებაზე მიმართვას არ აპირებენ. ამის შესახებ მათ დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განაცხადეს. როგორც ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, უფრო და უფრო მეტად მისდის ხმები, რომ ბოდიშის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. ონისე ცხადაძის განცხადებით, ეს ღირსების საკითხია და არ აპირებს შეწყალებაზე მიმართვას. ასევე ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია და გიორგი ტერიშვილი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს შეწყალებაზე არ მიმართავენ. ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სხვა დემონსტრანტების საქმე, ამ დრომდე გრძელდება. ამ წუთებში ბრალდების ბოლო მოწმე იკითხება.