ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი იმართება. დღეს საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი დაიკითხება.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მთავარ გამომძიებელთან ბევრი შეკითხვა აქვთ მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და მისი დაკითხვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.