ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ოთხი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის და რეზო კიკნაძის დამკავებელი პოლიციელები. ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები პროცესის დაწყებამდე. უფლებადამცველებმა და ასევე ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ მიმართა მოსამართლეს, რომ უზრუნველყოს პროცესის ვიდეო გადაღება. მოსამართლემ ადვოკატებს განუცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, ის მათთვის ცნობილი იქნებოდა. მისი თქმითვე, საბჭოდან მას არანაირი გადაწყვეტილება სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით არ მიუღია. დაცვის მხარის შეფასებით, კანონში შესული ცვლილებების მიზანია, სასამართლო პროცესები არ გაშუქდეს.