მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და საპროტესტო აქციების კიდევ 9 მონაწილის პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ. ერთ-ერთის ინტერესების დამცველი ეკა ბესელიაა. მისი განცხადებით, დაკავებულები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მანამდე სალომე ზურაბიშვილი არ შეუშვეს პროცესზე, რადგან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა და ელექტრონული ვერსიით დასწრების ნებართვა მოსამართლემ არ მისცა. ცოტა ხნის წინ კი, მან წარადგინა საბუთი და ის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.