ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი

18:30, 05.08.2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესზე დღეს დაცვის მხარის წერილობითი და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

რევაზ კიკნაძის ადვოკატმა ის ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც მისი მტკიცებით, პოლიციელების მიერ კიკნაძის დაკავების ადგილის გაყალბებას ადასტურებს. უფლებადამცველმა აჩვენა მეტრო უნივერსიტეტის თანამშრომლის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი მტკიცებით, ადასტურებს რომ კიკნაძის დაკავება რეალურად აღნიშნულ მეტროსადგურში მაშინ მოხდა, როდესაც სახლში ბრუნდებოდა და ის ლისზე არ დაუკავებიათ. ადვოკატმა სასამართლოზე ასევე წარადგინა სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც კიკნაძე ჰყვება, რომ მეტრო უნივერსიტეტთან დაკავების შემდეგ, ლისზე აიყვანეს, აიძულებდნენ ოპოზიციის ლიდერების დასახელებას და იმას თქმას რომ  თითქოს ფოიერვერკების სროლასა და ძალადობას ისინი ავალებდნენ. ასევე დაემუქრნენ ცოცხლად დამარხვით. ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ კიკნაძის დაკავება ლისის მიმდებარედ მოხდა. მანამდე კი დღევანდელ პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის 4 მეგობარი დაიკითხა, რომელმაც ჭიჭინაძის მხრიდან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გამორიცხა. სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.

 

მსგავსი