ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება თბილისი საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ  პროცესზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელი, გურამ კვირიკაშვილი იკითხება, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი ჩვენებით, დაზიანებები აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის შედეგად მიიღო. მოწმეს დაცვის მხარემ ჰკითხა, შეუძლია თუ არა სასამართლო პროცესზე მყოფი ბრალდებულების ამოცნობა, რაზეც მან უპასუხა, რომ არცერთ მათგანს არ იცნობს. ამასთან, სპეცრაზმელმა გაიხსენა ღამის მოვლენები, თუ რა ვითარება იყო პარლამენტთან და მის მიმდებარე პერიმეტრზე პროტესტის დროს.