პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის პროცესი 9 ივნისს განახლდება. დღეს ბრალდების მოწმეებს მოუსმინეს. ექსპერტების ინფორმაციით, საკვლევად წარდგენილ ქილებში ბენზინი და საღებავები აღმოჩნდა, რომელიც აალებადია და შეუძლია ადამიანის და შენობების დაზიანება, ასევე ხანძრის გამოწვევა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბენზინი, საღებავები, მოლოტოვის კოქტეილი და სხვა ნივთები ბრალდებულთა ბინების ჩხრეკისას ამოიღეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ მითითებული ნივთები ჩადებული, ჩხრეკის ოქმი კი გაყალბებულია. სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელიც, რომელმაც ვეფხია კასრაძის დაკავების დეტალებზე ისაუბრა. თავად ბრალდებულმა კი მოწმის მიერ მისი დაკავება უარყო.