ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა. საფუძვლად აღნიშნული მოსამართლის მიერ გუშინ, მათე დევიძის საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაასახელეს და განმარტეს, რომ გალუსტაშვილი ობიექტურ გადაწყვეტილებას მათ საქმეზე ვერ მიიღებდა. შუამდგომლობას, ბრალდების მხარე უსაფუძვლობის არგუმენტით არ დაეთანხმა. დაცვის მხარის ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განაგრძო. ტრანსპორტის და ურბანული სააგენტოს თანამშრომელმა, აქციების მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე საგზაო ნიშნების დაზიანებაზე, პარლამენტის თანამშრომელმა კი საკანონმდებლო ორგანოსთვის მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზიანზე ისაუბრა.