ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ბრალდების მხარის შეფასებით, ვიდეომტკიცებულებებში ჩანს ბრალდებულები როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს პოლიციელების მისამართით. დაცვის მხარის შეფასებით, ვიდეომტკიცებულებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დასტურდება. მათი თქმით, რიგ შემთხვევებში ბრალდებულების იდენტიფიცირება არ ხდება. არის ვიდეოები, სადაც ბრალდებულების მიერ სროლა არ ჩანს და არც პოლიციელები ჩანან კადრებში. მანამდე ბრალდებამ შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სამი ექსპერტი-ჰაბიდოსკოპი დაკითხა, რომლებმაც ვიდეოებში ბრალდებულების იდენტიფიცირება მოახდინეს.