ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოებების ახლებური ვერსიები – ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ამ წუთებში ჯემალ სეფიაშვილს შემოქმედებით საღამოს მასპინძლობს.
კომპოზიტორისა და ავტორ-შემსრულებლის სიმღერები ორკესტრის თანხლებით პირველად სრულდება. კონცერტში ჯემალ სეფიაშვილთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობენ. „სიყვარულით ჯემალ სეფიაშვილი“ – ასე ჰქვია შემოქმედებით საღამოს. მეორე კონცერტი ფილარმონიაში უკვე ხვალ გაიმართება.