ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტები
ახალი სიმღერები, მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები და ორი თაობის მიერ შექმნილი ვერსიები – ცნობილი ლოტბარის, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი კონცერტებით აღნიშნავენ. მომზადდა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელსაც ანსამბლ „ერისიონის“ ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს.
ცნობილი ლოტბარის იუბილესთან დაკავშირებით, „ერისიონის“ შემოქმედების 140 წლიანი ისტორიის ამსახველი აუდიო ალბომიც შეიქმნა. ის 100-მდე ქართულ სიმღერას აერთიანებს და ცნობილი ანსამბლის შემოქმედების გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავს.