ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებით მოღვაწეობას დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრის სცენაზე ცნობილი ლოტბარისა და ქორეოგრაფის 90 წლის იუბილე აღინიშნება. სცენაზე „ერისიონის“ მომღერალთა გუნდი წარდგა. სოლო-კონცერტზე ყველასთვის ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა. გაიმართა ხალხური სიმღერების აუდიო-ჩანაწერების პრეზენტაციაც – ჩანაწერები 80-იანი წლებიდან დღემდე ფოლკლორული ანსამბლის ძველი და ახალი თაობის მიერ შესრულებულ 100-მდე სიმღერას აერთიანებს.
თამუნა ჯალაღონიას რეპორტაჟი #მოამბე