ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში

ჯეიმს აპატურაი თბილისშია და ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. მანამდე მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა საქართველოს პირველ არხს და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და ნატო-ში მის ახალ თანამდებობაზე ისაუბრა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია. შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.