ჯეიმს აპატურაის განცხადება

პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა: „ როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი აზრით, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავარი გზავნილია, რომ კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელების საჭიროებისა და გაძლიერებული მედეგობის ფონზე, საქართველოს არ აქვს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დრო. ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი წარმართავს“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

მოამბე

დატოვე კომენტარი