ჯეიმს აპატურაი გრიგოლ ვაშაძეს ხვდება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს.

სახელმწიფოს პირველი პირების შემდეგ, ჯეიმს აპატურაი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ წუთებში მას შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან აქვს. როგორც აპატურაი აცხადებს, შეხვედრებზე ლაპარაკის ერთ-ერთი მთავარი თემა მკვეთრი პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა შეიცვალოს.