ჯეი დი ვენსის პოზიცია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში საკუთარი ლიდერების მმართველობით იმედგაცრუებულია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი შეძლებს იმ მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომელსაც ამომრჩევლები წლების განმავლობაში ელოდებიან. ვენსის თქმით, მთავრობის ხშირი ცვლილებები ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე მიუთითებს. „ბოლო რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთს ექვსი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაში რაღაც ძალიან სერიოზულად არის დაზიანებული და საზოგადოება რეალურ, სტრუქტურულ ცვლილებებს ითხოვს”, – განაცხადა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.