ჯეი დი ვენსის განცხადება

საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ ავტომობილში მყოფი ქალის მკვლელობას ეხმაურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ჯეი დი ვენსის თქმით, ყველას, ვინც იმეორებს ტყუილს, რომ ეს არის უდანაშაულო ქალი, რომელიც მინეაპოლისში სასეირნოდ იყო გასული, უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი თავის. მისივე თქმით, მედია არასწორად და მიკერძოებულად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. ჯეი დი ვენსმა ასევე თქვა, რომ „მემერცხენე რადიკალებს“ სურთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხელი შეუშალონ იმის გაკეთებაში, რისთვისაც ის მოქალაქეებმა აირჩიეს.