აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მის მოწინააღმდეგეებზე საუბრობს, რომლებმაც მისი შვილი შეაშინეს. ჯეი დი ვენსი წერს, რომ სამი წლის შვილთან ერთად სეირნობდა, რა დროსაც „დიდება უკრაინას“ მომხრე ჯგუფი ყვირილით დაედევნა. ვენსი წერს: „გადავწყვიტე პროტესტანტებთან საუბარი იმ იმედით, რომ რამდენიმე წუთის საუბრის სანაცვლოდ ჩემს შვილს თავს დაანებებდნენ. საუბარი ძირითადად პატივისცემით წარიმართა, მაგრამ თუ სამი წლის ბავშვს პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში აედევნები, ნაგავი ადამიანი ხარ“ – წერს ვენსი.