ჯეფრი ეპშტეინის ფაილები
წლების შემდეგ ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მასალები ცნობილ ამერიკელ მილიარდერსა და ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინზე.
ფაილები კონკრეტული საჩივრების გარდა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ამერიკელ და სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნებთან კავშირებსაც ასახავს და ფოტოებსა და ვიდეოებსაც მოიცავს. დიდი ბრიტანეთის მეფის ძმის გარდა მასალებში ფიგურირებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი პიტერ მენდელსონიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციას იკავებდა. უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით სკანდალში გახვეულმა მენდელსონმა „ლეიბორისტული პარტია“ დატოვა. ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ლორდთა პალატიდან გარიცხვაც ემუქრება. ფაილებში გაიჟღერა ამერიკის პრეზიდენტის სახელმაც. გასაჯაროებულმა მასალებმა სკანდალში გაეხვა ნორვეგიის სამეფო კარიც. სექსუალური ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული ჯეფრი ეპშტეინი, დაკავებიდან მალევე, ციხეში გარდაიცვალა.