ჯაზისა და ღვინის ფესტივალი წინანდალში
ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა ჯაზისა და ღვინის ფესტივალი წინანდალში. წელს ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალი დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებითაც, სცენას უცხოელი მუსიკოსები იკავებდნენ. შოუს პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით უმასპინძლდებოდა.