ჯაზის საერთაშორისო დღე ნიჭიერთა ათწლედში 

21:59, 27.04.2026

სხვადასხვა თაობა ერთ სცენაზე – ჯაზის მსოფლიო დღეს ჯაზის მდიდარი ტრადიციების მქონე საქართველო წელსაც უერთდება. 30 აპრილს ჯაზ-კლუბ „არტერიაში“ მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. წელს პირველად საერთაშორისო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებს ნიჭიერთა ათწლედის ჯაზის განყოფილება და საბავშვო ორკესტრი.

30 აპრილს მთელი მსოფლიო, მუსიკის გარშემო ერთიანდება. სხვადასხვა ქალაქში და თბილისში ერთდროულად ჟღერს ჯაზი, როგორც თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო. ორგანიზატორები განსაკუთრებულ საღამოს აანონსებენ.

მსგავსი