ჯაზის საერთაშორისო დღე
თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის ბიგ-ბენდი, ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და მესაყვირე ჟან-ლუ ლონიონი, თურქი ჯაზ-ვოკალისტი სიბელ კოსე და დიდ ბრიტანეთში სვინგის ელჩად წოდებული ჯეისონ ისააკი. მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, თბილისის ბიგ-ბენდმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროგრამა შეასრულა, რომელიც მოიცავდა არაერთი ცნობილი ჯაზ-კომპოზიტორის ნაწარმოებს და პოპულარულ კომპოზიციებს განახლებული არანჟირებით. ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან ყოველ 30 აპრილს აღინიშნება. უკვე 15 წელია, ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოშიც იმართება.