ჯაზის საერთაშორისო დღე

14-წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა. საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ამჯერადაც უერთდება. ცნობილი ამერიკელი პიანისტის მიმართვა საქართველოში პირველი ჯაზ-ფესტივალის ავტორს და მრავალფეროვანი პროგრამა – თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან ჯაზის პოპულარულ შემსრულებლებს ელოდებიან.

ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მთავარი ქალაქი კი აბუდაბია, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. გრანდიოზული კონცერტი, არაერთი თაობის გამორჩეულ მუსიკოსს გააერთიანებს, ჯაზის მოყვარულებს კი შესაძლებლობა ექნებათ, კონცერტს თვალი ონლაინ რეჟიმში სოციალურ პლატფორმებზე მიადევნონ.