ჯაზის საერთაშორისო დღე 

მსოფლიო ჯაზის დღეს აღნიშნავს.

200-მდე ქვეყანაში 10 წლის წინ დაწესებულ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით ეხმაურებიან. საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მთავარი საიუბილეო გალა შოუს მასპინძელი წელს ლეგენდარული მსახიობი, მაიკლ დუგლასია, რომელიც ჯაზის დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში ზეიმობს. საიუბილეო შოუ გასული ათწლეულის ერთგვარი რეტროსპექტივა იქნება.

პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გრანდიოზული კონცერტებით აღნიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა შოუზე მასპინძლობს. ამ დღეს მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან.