“ჯაზ ფესტივალი” ბათუმში 

ბათუმში “ჯაზ ფესტივალი” გრძელდება. ჯგუფ ფიუჯისის” ყოფილი წევრი და მუსიკალური პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ქალაქის კორტებზე დღეს კონცერტს გამართავს.

გუშინ კი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, პროდიუსერისა და მსახიობის ტრონი ენდრიუსის კონცერტი გაიმართა. მელომანებისთვის მუსიკალური საღამო ერიკა ბადუმ გააგრძელა, რომელიც სტუმრების წინაშე დიჯეის ამპლუაში წარდგა. 2018 წლის რიგით მეთორმეტე „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ კონცერტები ხვალ 22 ივლისს დასრულდება.