“ბლექ სი ჯაზ ფესტივალის” კიდევ ერთი სტუმარი ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ ”ფიუჯისის” ყოფილი წევრი და მუსიკალური პროდიუსერი უაიკლიფ ჟანია. კონცერტი ბათუმის კორტებზე დღეს 21:00 საათზე დაიწყება. უაიკლიფ ჟანი მაყურებლის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგება.
როგორც ჟანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, საქართველოში ყოფნა მისთვის დიდი პატივია. მელომანებს ის განსაკუთრებულ შოუს და დროში მოგზაურობას ჰპირდება. 2018 წლის რიგით მეთორმეტე „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მუსიკალური საღამოები ხვალ 22 ივლისს დასრულდება.