ჯავახეთი – ველური ბუნების უნიკალური სამყარო
ველური ბუნების უნიკალური სამყარო და მრავალფეროვანი ეკოსისტემა – ჯავახეთის ვულკანური ზეგანი მცირე კავკასიონის უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და ქვეყნის მასშტაბით, ტბების რაოდენობით მოწინავეა. ჯავახეთის წყალსატევებს განსაკუთრებული ვიზუალური მიმზიდველობის გარდა, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფუნქციაც აკისრია – ისინი გადამფრენი ფრინველების მიგრაციისას უმნიშვნელოვანეს შესასვენებელ და საკვებ არეალს წარმოადგენს. რეგიონის სრულიად განსხვავებული ლანდშაფტით გამოირჩევა თეთრობის აღკვეთილი, სადაც ვრცელ, ღია სივრცეებს ფიჭვნარის მასივები, ღვიის ბუჩქნარი და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი ენაცვლება.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ანა მასხარაშვილის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები