ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“
ჯასტინ ტიმბერლეიკმა „დინამო არენაზე“ კონცერტი გამართა. მსოფლიო ვარსკვლავმა ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტს 55 ათასი ადამიანი დაესწრო, მათგან 20 ათასზე მეტი ტურისტი იყო. ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის 10 „გრემის“ მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „ბლექსი არენას“ ორგანიზებით, პროგრამა „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა.