„ჯარის ბანაკის“ როტაცია დასრულებულია

12:28, 01.08.2026

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში, სერჟანტ-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, მოზარდებმა შეისწავლეს საცეცხლე, სამთო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება, ასევე სამხედრო ნავიგაცია, ტოპოგრაფია და საფრენი აპარატების მართვა.

დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

მსგავსი