„ჯარის ბანაკი“ დაიწყო 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა – „ჯარის ბანაკი 2026“ დაიწყო. დამამთავრებელი კლასების ასობით მოსწავლე ექვს დღეს თავდაცვის სამინისტროს ორ ბაზაზე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარებენ. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, რაც ჯარის სპეციფიკას, ფიზიკურ მომზადებას და მათ შორის იარაღთან ურთიერთობას გულისხმობს, პროგრამა თეორიულ კურსსაც ითვალისწინებს. დაგეგმილია სიახლეებიც, მათ შორის „საპატრიარქოს საათი“, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება რწმენისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობაზე.