თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ მიმდინარეობს.
კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, მოსწავლეთა მეხუთე როტაციას მასპინძლობს. ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს. მეხუთე როტაციის ფარგლებში – საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, ასევე ერთი დღე – სამთო მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრება გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს. პროექტი „ჯარის ბანაკი“ უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. მიმდინარე წელს „ჯარის ბანაკში“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობს.