„ჯარის ბანაკი 2025“

„ჯარის ბანაკი 2025“ დასრულდა – წელს კოჯორსა და საჩხერეში ბანაკი რვა ნაკადად განხორციელდა და მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1 700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. მათ საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლებიც შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავდნენ.