ჯარიმების ამნისტია - შეფასებები

ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯარიმების ამნისტირების შესახებ მიესალმება ოპოზიცია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ თანხები იმ პირებსაც უნდა დაუბრუნდეთ, რომლებმაც რეგულაციების დარღვევების გამო ჯარიმები უკვე გადაიხადეს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და არჩევნებთან კავშირი არ აქვს.