ჯარიმები ნარჩენების დაწვისთვის 

21:52, 27.03.2025

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად კიდევ ერთხელ აქტიურდება.

ნარჩენების დაწვის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული. კანონის გამკაცრების და ჯარიმების გაზრდის მიუხედავად, კანონდარღვევის შემთხვევები მაინც საკმაოდ ხშირია. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს კვლავ ღია წესით ანადგურებს, რაც ნიადაგის დაზიანებასთან ერთად ჯანმრთელობისთვისაც სერიოზულ საფრთხეებს ქმნის – განსაკუთრებით ბავშვებისთვის. კანონი მოქალაქეებს ნარჩენების მიწის სიღრმეში ან სპეციალურ სათავსოში მოთავსებას ავალდებულებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით განადგურების და დაწვის ფაქტების სიხშირეს სპეციალისტები ინფორმაციის ნაკლებობით ხსნიან.

მსგავსი