ჯარიმები ავტომობილებით გამოწვეულ ხმაურზე
დღეიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი რეგულაციები წესდება. დადგინდა ღამით ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელსაც შსს-ს წარმომადგენლები სპეციალური ხელსაწყოებით გაზომავენ. დარღვევის შემთხვევაში მძღოლები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, სანქციები ორმაგდება. რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ავტომობილებზე, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება – ღამის საათებში სპეციალური ჯგუფები საზედამხვედველო სამუშაოებს ჩაატარებენ, თუმცა ჩნდება კითხვა, მოქალაქეთა პრეტენზიების და საჩივრების შემთხვევაში, როგორ მოხდება რეაგირება და რამდენად ეფექტური იქნება მონიტორინგი.