ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. ამჯერად თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის სცენაზე ვოკალური სექსტეტის, „ჯორჯიან სიქსისა“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გაიმართება.

კონცერტი ორ განყოფილებად ჩატარდება, რა დროსაც მსმენელი სექსტეტის ცნობილი სიმღერების ახალ ინტერპრეტაციებს ამჯერად ორკესტრის თანხლებით მოისმენს.