ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი ესტონეთის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უმასპინძლებს

15:35, 08.06.2018

ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი 13 ივნისს მსოფლიოში სახელგანთქმულ ესტონეთის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უმასპინძლებს. პროგრამის ფარგლებში სიმფონიური მუსიკის კონცერტს ცნობილი დირიჟორი ნემე იარვი უხელმძღვანელებს.

დედაქალაქის შემდეგ, 15 ივნისს ღონისძიება ბათუმში გაიმართება. კონცერტის სპონსორები არიან ესტონეთის მთავრობა, კულტურის სამინისტრო და ესტონეთის საელჩო საქართველოში.

 

მსგავსი