ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

პანდემიის მიზეზით გადადებული კიდევ ერთი ღონისძიება.

ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, სტუმრებს ხვალიდან მიიღებს. ორგანიზატორები მუსიკის მოყვარულთათვის საკმაოდ მრავალფეროვან საფესტივალო პროგრამას აანონსებენ. მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები წარდგებიან. მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს, ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეზე დაფუძნდა.