ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 

მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები და ცნობილი კომპოზიციები ფილმებიდან – საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები იწყება.

მრავალფეროვან პროგრამაში ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციების ახლებური ვერსიებიც არის შეტანილი. დარბაზში დამონტაჟებული იქნება ეკრანიც. ათწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი მაყურებელს ჯამში 7 კონცერტს შესთავაზებს.