ჯანრი კაშიას კაბინეტი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას კაბინეტი გაიხსნა.  ადგილზე 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემით კაშიას პირადი ბიბლიოთეკა განთავსდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მათ შორის, საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.

დატოვე კომენტარი