ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია

რა ტიპის ვირუსია H1N1 და როგორია მისი განვითარების ტენდენცია. დაავადებაზე „მოამბესთან“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს.

მარიან ივანუშას განმარტებით, სეზონური ვირუსის ეს ფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 2009 წლიდან გავრცელდა და მას შემდეგ მისი გავრცელების დინამიკა წლიდან წლამდე მცირდება ან პირიქით იზრდება.

ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი იყო სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი 2010-11 წლებში.

წლევანდელ მონაცემებს მარიან​ ივანუშა საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ 2009 წლიდან H1N1-ს ეპიდემიის სახე არცერთ ქვეყანაში აღარ ჰქონია.

დატოვე კომენტარი