ჯანმრთელობის მდგომარეობის ელექტრონული სისტემა

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.

ექიმები ვალდებულები ხდებიან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში მოაქციონ. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს სხვა კლინიკებში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიტანა აღარ დასჭირდებათ და ელექტრონული ჩანაწერები ავტომატურად ყველა დაწესებულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.