ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ანგარიში

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. ანგარიშში ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობასა და ეფექტიან მუშაობაზეა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტში საუბარია 2021 წელს ტარიფიკაციის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწყებულ კარდიოქირურგიული პაციენტების დაფინანსებაზე. ავტორების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაციაც. მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადების განსაზღვრის საკითხი.