ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული, გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 11 მოწმე იკითხება. მათ შორის დაიკითხა ჯანგველაძის თანმხლები პირი მკვლელობის დროს კახაბერ ძანძავა. დაიკითხა ასევე ტაქსის მძღოლები, რომლის მომსახურებითაც უძილაურმა მკვლელობის დღეს ისარგებლა. საქმეზე ასევე გამოიკითხნენ ექსპერტები და გამომძიებლები. შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ჩადუნელი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გელა უძილაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება აქვს წარდგენილი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.